ამ გვერდის ამობედვა

"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

სტუ­დენ­ტი გუ­რან­და ბე­ნი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი საფ­ლა­ვე­ბის ფო­ტო­ებს, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია აქვთ.

 

მათ შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის ქან­და­კე­ბა, რო­მე­ლიც ჩა­კე­ტილ კარ­ზე აკა­კუ­ნებს:

"კა­კუ­ნი სა­მო­თხის კარ­ზე... ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ეს ძეგლი იქ­ნე­ბო­და მუ­ზე­უმ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი თქვენც ხე­დავთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მე­საფ­ლა­ვემ მი­თხრა, ხში­რად ვა­სუფ­თა­ვებთ, სა­ნა­ხა­ვად ბევ­რჯერ მო­დი­ან, მაგ­რამ მის და­კონ­სერ­ვე­ბას ან მუ­ზე­უმ­ში გა­და­ტა­ნას არა­ვინ ფიქ­რობ­სო... საკ­მა­ოდ ძვე­ლი საფ­ლა­ვია, არც სა­ხე­ლი არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი და არც არა­ვინ აკი­თხავს პატ­რო­ნი. გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბი­თაა შექ­მნი­ლი, კუნ­თე­ბიც კი გა­მოკ­ვე­თი­ლია..." - წერს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა.

 

ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია კი­დევ ერთი საფ­ლა­ვის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­საფ­ლა­ოს შე­სას­ვლე­ლი­დან არც ისე შორს მდე­ბა­რე­ობს. რო­გორც გუ­რან­და ბე­ნი­ძე ყვე­ბა, ეს არის აკ­ლდა­მა, სა­დაც ახალ­გაზ­რდა კაცი და მისი დედა გა­ნის­ვე­ნე­ბენ...

რო­დე­საც 1943 წელს სა­მა­მუ­ლო ომში და­ვით ვა­შა­კი­ძე და­ი­ღუ­პა და დე­დის­თვის შვი­ლის და­ღუპ­ვის ცნო­ბა მი­უ­ტა­ნი­ათ, მას სახ­ლი გა­უ­ყი­დია, შვი­ლის ცხე­და­რი ჩა­მო­უს­ვე­ნე­ბია, კუ­კი­ა­ზე­ და­უკ­რძა­ლავს და თვი­თო­ნაც იქ და­უ­დია ბინა... კე­დელ­ზე დაჭ­რი­ლი, მწო­ლი­ა­რე ჯა­რის­კა­ცია გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბი­დან სის­ხლი სდის. დე­დას საფ­ლავ­ზე სი­ნათ­ლეც გა­უყ­ვა­ნია...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­ნით და­ხუ­რულ აკ­ლდა­მა­ში იწვა, სა­დაც კი­ბეც ჩა­დი­ო­და. ყო­ველ ექვს თვე­ში ერთხელ დე­დას ექი­მი მიჰ­ყავ­და და ცხე­დარს ხე­ლახ­ლა უკე­თებ­და ბალ­ზა­მი­რე­ბას... იქვე კი ტახ­ტი იდგა, სა­დაც დედა იძი­ნებ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­დე­საც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, შვი­ლის გულ­ზე და­მარ­ხეს და საფ­ლა­ვი მი­წით ამო­ავ­სეს. გარ­დაც­ვლილ ქალ­ბა­ტონს ჭი­რი­სუ­ფა­ლი არ ჰყო­ლია. ის სა­საფ­ლა­ოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­პა­ტი­ოს­ნეს და მი­წას მი­ა­ბა­რეს...

 

კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია უჭი­რავს და თუ იმა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­საფ­ლა­ოა (ოთხ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის), წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლია აქ და­მარ­ხუ­ლი. პეტ­რე (ბი­ჭი­კო) მი­ნა­სი­ა­ნი სა­საფ­ლა­ო­ზე 20 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და, ის კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რედ ცხოვ­რობს და შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი საფ­ლა­ვის ის­ტო­რია იცის... აი, რას ყვე­ბო­და "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­საფ­ლა­ვე:

"უამ­რა­ვი ქან­და­კე­ბა გაქ­რა. ზოგი მო­ი­პა­რეს, ზოგ­მაც დროს ვერ გა­უძ­ლო, მაგ­რამ უძ­ვე­ლე­სი, თეთრ მარ­მა­რი­ლო­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ქან­და­კე­ბე­ბი კი­დევ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თეთ­რი მარ­მა­რი­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მო­ი­პო­ვე­ბა და ქან­და­კე­ბებს იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში უკ­ვეთ­დნენ იქა­ურ ოს­ტა­ტებს. აქ სტა­ლი­ნის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, ეკატ­ერი­ნეა დაკ­რძა­ლუ­ლი. ასე­ვე, იტა­ლი­ე­ლი ფონ­ტა­ნა როსი, რო­მელ­მაც ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი­ აა­შე­ნა, კი­დევ - ადოლფ რო­ლო­ფი, ის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ.

სა­ინ­ტე­რე­სო საფ­ლა­ვი აქვს ნორ­ვე­გი­ელ დაგ­ნი პში­ბი­შევ­სკას, რო­მე­ლიც ედ­ვარდ მუნ­კის მუზა იყო... ბევ­რი გვთხოვს, წი­ნაპ­რის და­კარ­გუ­ლი საფ­ლა­ვი­ ვა­პოვ­ნი­ნოთ. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს, ნიკო ლე­კიშ­ვილს ბე­ბია-ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვი ვა­პოვ­ნი­ნეთ. აქ 1773 წელს რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თი­სა და 1877 წელს რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვე­ბიც არის.

- ამ­ბო­ბენ, ფი­როს­მა­ნის საფ­ლა­ვიც აქ არის...

- ამ­ბო­ბენ, რომ აქ არის დაკ­რძა­ლუ­ლი, მაგ­რამ არა მგო­ნია, მისი პოვ­ნა ოდეს­მე ვინ­მემ შეძ­ლოს. ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ "მი­ხე­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან" გა­მო­ას­ვე­ნეს­ და უახ­ლო­ეს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. უახ­ლო­ე­სი ან კუ­კია გახ­ლავთ, ან - პეტ­რე-პავ­ლეს სა­საფ­ლაო, თუმ­ცა, კუ­კია უფრო ახ­ლო­საა.

უთ­ვის­ტო­მო­ებს სა­საფ­ლა­ოს ღო­ბის­ ძი­რას ასაფ­ლა­ვებ­დნენ და არც წარ­წე­რას უკე­თებ­დნენ. სა­დაც მა­შინ­დე­ლი სა­საფ­ლა­ოს ღობე იყო, ახლა იქ მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს. ალ­ბათ, რო­მე­ლი­ღაც სახ­ლის ქვეშ არის მო­ყო­ლი­ლი

ambebi.ge

წაკითხვა 1576 ჯერ

სიახლეები