ამ გვერდის ამობედვა

საქართველო Agile Spirit 2019-ს უმასპინძლებს

საქართველო Agile Spirit 2019-ს უმასპინძლებს. სწავლება 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.  

 

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება ოფიციალურად სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

imedinews,ge

წაკითხვა 571 ჯერ