როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
დღეს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 27-დან 32 გრადუსამდე. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, 29-30 გრადუსია, მოსალოდნელია მცირე წვიმაც.
3 აგვისტოს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში გაწვიმდება. შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდა, გუდაურის მიდამოებში და ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში.
4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და უნალექო ამინდი მთელ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 37 გრადუსამდე იქნება.
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"