April 19, 2024

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

 

„6, 7 და 8 აგვისტოს ზოგან, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ხვალ დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +23-28 გრადუსი იქნება, 7 აგვისტოს კი ცოტა მოიმატებს, მოსალოდნელია +24-29 გრადუსი, ხოლო 8 აგვისტოს ტემპერატურა +32 გრადუსამდე გაიზრდება.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში ხვალ ტემპერატურა დღის განმავლობაში +26-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 7 აგვისტოს +24-29 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 8 აგვისტოს +27-32 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ხვალ და ზეგ თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ხოლო 8 აგვისტოს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, +30 გრადუსის ფარგლებში“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

წაკითხვა 540 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 05 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.