როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

 

მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი უმეტესად 12-13 აგვისტოს იქნება. მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა უმეტესად კახეთის რეგიონშია მოსალოდნელი.

 

„დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დღეს არა, მაგრამ ხვალიდან მოსალოდნელია +35 გრადუსამდე, სანაპირო რაიონებში +32 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ხვალ დღის ტემპერატურა იქნება +30 გრადუსი. 13 აგვისტოს ასევე მოსალოდნელია უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება. უნალექო ამინდი იქნება 14 აგვისტოსაც, ტემპერატურა +33 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში,“ - განაცხადა ნინო წვერავამ.

წაკითხვა 991 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.