ამ გვერდის ამობედვა

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავარაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა.

 

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ექიმების თქმით, გარდაცვალების სავარაუდოდ მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობაა.

 

უგონო მდგომარეობაში იყო ორი გოგოც. მათი მდგომარეობა უკვე სტაბილურია და სახლშიც გაწერეს. კლინიკებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულ სამი ახალგაზრდა შეიყვანა. კიდევ რამდენიმემ კი სამედიცინო დაწესებულებებს თავისით მიმართა. შემთხვევა 19 აგვისტოს მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით ზღვისპირა ქალაქში მდებარე კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შემდეგ კი შეუძლოდ გახდნენ.

 

ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.

წაკითხვა 619 ჯერ

სიახლეები