ამ გვერდის ამობედვა

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი ცნობილია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა. 

 

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში)  შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით  შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება. 

 

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

წაკითხვა 589 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 11 2019