"ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში არიან, ღმერთის შექმნილები არ არიან"

ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სასამართლოში, მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე, განაცხადა.

მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილი მის გამოა დაკავებული.

 

“მორის მაჩალიკაშვილზე არა მარტო მე, არამედ მთელი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის ამ ხელისუფლების ტყვეა. ჩვენი ხეობიდან ჩამოსულია იმამი მის მხარდასაჭერად და მთელი ხეობა მის გათავისუფლებას ითხოვს. ის, რაც დღეს ჩემს გარშემო ხდება, ღმერთის შექმნილი ადამიანისთვის მეტისმეტია. მე კი ვუძლებ ამას, მაგრამ მეტისმეტია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ გუნდში არიან, ღმერთის შექმნილები არ არიან. ესენი საიდანღაც აღმოჩენილები არიან. დღეს მე როგორც მექცევიან, ასე ადამიანს მსოფლიოში არსად მოექცევიან. ჯერ მოკლეს უდანაშაულო 18 წლის ბავშვი თავის ოჯახში, შემდგომ ამ ყველაფრის ჩასაფარცხად უნდათ, რომ ჩემი ძმისშვილი გამოკეტონ ციხეში. ეს მართლა მეტისმეტია, მაგრამ ვერ გამოვყავარ მდგომარეობიდან და ვერც გამომიყვანენ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, მორის მაჩალიკაშვილის მსგავსად, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი, ხელისუფლების ტყვეა.

 

„იგივეს ვიტყოდი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ დანარჩენ პირებზე, რომ ისინი ხელისუფლების ტყვეები არიან. მე იმედი მაქვს, რომ დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩემი ძმისშვილი ჩემს გამოა დაკავებული. მას დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ მე კარავს ხელმეორედ გავშლიდი, დაიჭერდნენ. მეორე დღეს კარავი გავშალე და დაიჭირეს კიდეც“, -აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

წაკითხვა 722 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 18 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.