საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ქარი დღეს საღამოს ჩადგება.

 

„მოსალოდნელია გამოდარება. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით +31, ხოლო სანაპირო რაიონებში +26-27 გრადუსამდე.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +25-27 გრადუსი. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.“ - განაცხადა დოდო გვაზავამ.

წაკითხვა 1044 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.