March 29, 2024

2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა

“საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში სულ 22 945 ათასი ბავშვი დაიბადა, (რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 367-ით ნაკლებია), ხოლო 24 563 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან დროის იგივე მონაკვეთში ეს რაოდენობა 23 603-ს შეადგენდა. დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ თუკი უარყოფითი ბალანსი შენარჩუნდება, ეს სერიოზულ დემოგაფიულ პრობლემებს შექმნის დაახლოებით 41 წელიწადში წვრილი ქალაქებისა და რეგიონების დიდი ნაწილი გაუკაცრიელდება. ასეთი უარყოფითი ბალანსი საქართველოში 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კატასტროფის ზღვარზე - 2007 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა.

 

“ამ პროცესის მთავარ მიზეზად დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე ქორწინებისა და შობადობის საშუალო ასაკის ზრდას მიიჩნევს, ასევე სტუდენტთა დიდი რაოდენობით ქვეყნიდან გადინებას, რაც თავის მხრივ, საქართველოში განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს; “ხდება ქორწინებების გადავადება; ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 30-35 ათასი სტუდენტი აბარებს. შემდეგ ისინი აგრძელებენ სწავლას (მაგიტრატურა, დოქტორანტურა), ან ეძებენ პრესტიჟულ სამსახურს. ოჯახისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის გამო ქორწინების გადავადება ხდება. პირველ ქორწინებაში პირველი ბავშის დაბადებისას დედის ასაკი საშუალოდ 29 წელია, როდესაც 25 წლის წინ ეს მაჩვენებელი 23-24 წელი იყო. ჩვენთან სტუდენტთა 47% სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში აპირებს წასვლას. აქედან 70% სწავლის პირველი სამი წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი - სამი წლის შემდეგ. ეს გამოკვლევა 2017 წელს ჩატარდა. ახალგაზრდობის მიგრაცია ძალიან მაღალია. უცხოეთში ახალგაზრების წასვლა მიუთითებს საქართველოში განათლების სისტემის ნაკლოვანებებზე. ავადობა და მოკვდაობაც მაღალია 55-65 წლის ასაკის მოსახლეობაში, განსაკუთრებით ვაჟებში. მაღალია მოკვდაობა გულსისხლძარღვთა დაადებებით, ასევე ავთვისებიანი სიმსივნით და ა.შ.” - განაცხადა სულაბერიძემ. დემოგრაფი ანზორ თოთაძე ამბობს, რომ 1989-1999 წლებთან შედარებით, შობადობადობა ბოლო ათ წელიწადში ორჯერ არის შემცირებული, რაც ემიგრაციისა და იმიგრაციის დისბალანსით აიხსენება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მცირდება შობადობა და იზრდება მოკვდაობის მაჩვენებელი. ამის მიზეზია ის, რომ 1989-1999 წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო ბოლო ათ წელიწადში - 236 ათასი. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ შემცირდა. შობადობის შემცირდება კიდევ გაგრძელდება, რაც არ უნდა კარგი პირობები შევქმნათ. ჩვენი მიზანია ეს პროცესი შევაჩეროთ, შემდეგ ვიზრუნოთ მის გაზრდაზე. თუკი მომავალშიც ისევე შემცირდა მოსახლეობა, როგორც ახლა მცირდება, 50 წლის შემდეგ მთელი საქართველო გაუკაცრიელდება და ქართველი აღარ იქნება. თანდათანობით დგება იმიგრაციული და ემიგრაციული პრობლემაც. ემიგრაციაში მიდის ძალიან ბევრი ქართველი და საქართველოში შემოდის ძალიან ბევრი უცხოელი. რაც ნიშნავს მთელი ქვეყნის ემიგრაციულ და იმიგრაციულ სიკვდილს; ეს მხოლოდ საქართველოში არ არის. ამის ძალიან ეშინიათ დასავლეთ ევროპასა და რუსეთშიც,” - აღნიშნა თოთაძემ. სულაბერიძის განცხადებით, მიგრაციის პროცესებიდან გამომდინარე, 2050 წლისთვის საქართველოში ქართველები შესაძლოა უმცირესობაში აღმოჩნდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“საერთოდ ჩვენთან 1992 წლამდე შობადობა მოკვდაობაზე მეტი იყო. 92 წლიდან არსებითი როლი ითამაშა მიგრაციულმა პროცესებმა. საქარველოდან მილიონ 700 ათასამდე ადამიანია გასული. ვართ 3.5 მილიონი, როდესაც დაახლოებით 5.5. მილიონამდე ვიყავით. მიგრაციამ და ბუნებრივმა კლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასეთი ცხოვრების დონის გაგრძელების პიროებებში, 2030 წლისთვის 3 მილიონს თუ შევინარჩუნეთ, მიღწევა იქნება. თუ ინვესტიციები შემოვიდა და მოსახლეობა დავაბრუნეთ, მდგომარეობა უკეთესი იქნება. თუმცა, მოსახლეობის ზრდა შეიძლება დაბერებული მოსახლეობის ხარჯზე მოხდეს. მოსახლეობის სტრუქტურიდან გამომდინდინარე, ძალიან რთული ვითარება გველის; 2050 წლამდე ჩვენი მოსახელობა უფრო დაბერებული ვიქნებით, ვიდრე ახალგაზრდული, თუ არ მოხდა გარკვეული ძვრები. გადავადებული შობადობა, ქორწინება მაღალ ასაკში, კაერირისკენ სწრაფვა - ეს ტენდენცია გამოჩნდა საქართველოში და უფრო გაძლიერდება. შეიძლება მივიღო ეგზოტიკური მოსახლეობა, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს, თვითონ აშშ-საც. ეგზოტიკურ მოსახლეობაში იგულისხმება სხვადასხვა რასის, ეროვნების, სექტის ერთობლიობა, სადაც, თუ 2050 წელზე ვისაუბრებთ, მაგალითად ქართველები შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ავთანდილ სულაბერიძე.

 

“პრობლემა ძალიან დიდია; სერიოზული დემოგრაფიული საფრთხეების წანაშე ვდგავართ. ქვეყანაში 86% ქართველია, რაც 90-იან წლებში ემიგრაციის პროცესებმა გამოიწვია. იზრდება უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა საქართველოში, ამიტომაც არის, რომ გასულთა რაოდენობა 90 ათასს აღემატება, ხოლო 80 ათასი - შემოსულთა რაოდენობაა, სადაც მხოლოდ 45% არის საქართველოს მოქალაქე. უცხოეთის მოქალაქეების ზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს ეგზოტიკურ მოსახლეობამდე, პროცესი დაწყებულია”, - დასძენს სულაბერიძე. ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ რამდენიმე მსხვილ ქალაქს თუ არ ჩავთვლით, საშუალოდ 41 წელიწადში საქართველო გაუკაცრიელდება, რასაც ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს მიგრაციის პროცესი. „თუკი დემოგრაფიული პროცესები ასე გაგრძელდა, საშუალოდ 41 წელიწადში საქართველოს არც ერთი რეგიონი არ დარჩება გაუკაცრიელებული. რაჭა-ლეჩხუმი 22 წელიწადში გაუკაცრიელდება, ზოგი - 40-60 წელიწადში, თუმცა ამ პროცესს საშუალოდ 41 წელიწადი დასჭირდება... მოსახლეობა მცირდება მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით; ადგილი აქვს მოსახლეობის ბუნებრივ კლებას, როდესაც უფრო მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მეორე - ეს არის ემიგრაციული პროცესები”, დასძენს თოთაძე. რომლის აზრით, “განსაკუთრებით საშიშია, როდესაც ძალიან ბევრი მიდის საცხოვრებლად საზღვარგარეთ”.

წაკითხვა 579 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.