ამ გვერდის ამობედვა

საგანგაშო სტატისტიკა: ბოლო ექვს თვეში საქართველოში 207-მა ადამიანმა მოიკლა თავი

"2018 წელს სუ­ი­ცი­დის 389 და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის 477 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 219 ადა­მი­ან­მა სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, 207-მა კი სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.


ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი სფე­როა სა­ქარ­თვე­ლო­ში და "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა, რომ უნდა ჰქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ის პროგ­რა­მა, ჩვენს ქვე­ყა­ნას ასე­თი პროგ­რა­მა არ აქვს".

 


რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა აღ­ნიშ­ნა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად გა­მოწ­ვე­უ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით.

 


"სამ­წუ­ხა­როდ, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხე­ბი გვახ­სენ­დე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც გარ­კვე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სრულ­დე­ბა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით ან უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბით. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბოლო წლებ­ში იზ­რდე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ეს თან­ხე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სათ­ვის.

 


ასევე დაგაინტერესებთ გარ­კვე­ულ სტა­ცი­ო­ნა­ლურ-ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ნამ­დვი­ლად გა­უმჯდო­ბეს­და ვი­თა­რე­ბა, თუმ­ცა ეს არის ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი და არა­საკ­მა­რი­სი იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის, რაც ამ სფე­რო­ში არ­სე­ბობს.

 


პირ­ველ რიგ­ში ეს არის ის, რომ ჩვენ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვი­თხოვთ, რომ გა­და­ვი­დეთ თემ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სერ­ვი­სებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სერ­ვი­სე­ბი, სა­დაც პა­ცი­ენ­ტე­ბი ცხოვ­რო­ბენ მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ არ აქვთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი, ვერ ტო­ვე­ბენ აღ­ნიშ­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და ოჯა­ხიც უარს აცხა­დებს მათ მი­ღე­ბა­ზე.

 


გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რია ფსი­ქი­კუ­რი და ჯან­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე და მათი მკურ­ნა­ლო­ბა. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტთა მხო­ლოდ 37% ჩა­ერ­თო გა­სულ წელს. ეს არის ის დარ­გი, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან", - გა­ნა­ცხა­და სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა.

 


მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან ხში­რად ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით და ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ში არ არ­სე­ბობს გა­მარ­თუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია ნარ­კო­ლო­გი­ურ ან ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის.

 


"ხში­რად პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და ამ ნი­ა­დაგ­ზე, მას ვერ გა­ე­წე­ვა დრო­უ­ლი და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა იმი­ტომ, რომ ერთი მხრივ, ნარ­კო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ აქვთ სა­თა­ნა­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­კურ­ნა­ლონ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვის უნა­რე­ბი არ აქვთ”,- გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

 


ცნო­ბის­თვის, 10 ოქ­ტომ­ბერს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. წელს, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე სუ­ი­ცი­დის პრე­ვენ­ცი­ას ეძღვნე­ბა.

წაკითხვა 551 ჯერ

სიახლეები