ამ გვერდის ამობედვა

ლიკა ქავჟარაძე დღეს 60 წლის გახდებოდა... - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მსახიობზე და ფოტოები არქივიდან

ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მხატ­ვა­რი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე დღეს 60 წლის გახ­დე­ბო­და...

 

ის 2017 წელს, სა­კუ­თარ იუ­ბი­ლემ­დე ორი კვი­რით ადრე,  11 ოქ­ტომ­ბერს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლიკა 14 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე, დე­დის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს...

 

"ნატ­ვრის გო­გო­ნა" 1959 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ი­წყო. ის 12 წლის იყო, როცა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმ "შად­რე­ვან­ში" გა­და­ი­ღეს. შემ­დეგ იყო: "როცა აყ­ვავ­და ნუში", "მშვე­ნი­ე­რი კოს­ტი­უ­მი" და სხვა, თუმ­ცა კი­ნო­ში გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი 30-მდე რო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბა მას თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა მა­რი­ტას როლ­მა მო­უ­ტა­ნა.

 

 

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან ამო­ნა­რი­დებს, რო­მე­ლიც kvirispalitra.ge-მ 2016 წლის აპ­რილ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

 

"წლი­ნა­ხევ­რის ვი­ყა­ვი, როცა მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­შორ­დნენ, ამი­ტომ მამა ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი? - არა, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. დე­დას ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­და. 12 წლი­დან კი­ნო­ში და­ვი­წყე გა­და­ღე­ბა და ჩემი ოჯა­ხის მარ­ჩე­ნა­ლი გავ­ხდი...

 

მა­რი­ტამ მარ­თლაც რომ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა არა მარ­ტო ჩემს კა­რი­ე­რა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ საკ­მა­ოდ ბევრ ფილმში ვი­თა­მა­შე, "ნატ­ვრის ხე" მა­ინც სხვა იყო. დღემ­დე სწო­რედ ამ ფილ­მით მიხ­სე­ნე­ბენ. მა­რი­ტას როლი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

 

იური მე­ჩი­თო­ვის ფოტო, 1992 წელი

 

 

 

მი­უ­ხე­და­ვად აქ­ტი­უ­რი გა­და­ღე­ბე­ბი­სა, ლი­კამ ბედი პო­დი­უმ­ზეც სცა­და. რო­გორც მო­დე­ბის სა­ლო­ნის "ირი­დას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იხ­სე­ნებ­და, ლი­კას სი­ლა­მა­ზე და­ნარ­ჩენ მო­დე­ლებს იმ­დე­ნად აკომ­პლექ­სებ­და, რომ მის გვერ­დით გა­მოს­ვლა უჭირ­დათ.

 

1973 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით, ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო მხატ­ვრო­ბით.

 

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ის მუ­დამ დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­კი­თხი რა­ზეც მსა­ხი­ო­ბი არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ცხოვ­რე­ბა მუ­დამ სავ­სე იყო დრა­მა­ტიზ­მით.

 

რას აღარ ამ­ბობ­დნენ მას­ზე... ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ოდეს­ღაც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში პრე­ფე­რან­სის თა­მა­შით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი და დიდი თან­ხა წა­ა­გო, რის გა­მოც სა­შინ­ლად ნერ­ვი­უ­ლობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ თან­ხა არ გა­მო­არ­თვეს - ლი­კას ფულს რო­გორ გა­მო­ვარ­თმევ­თო... ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ და­ე­წყო დეპ­რე­სი­ე­ბი... თბი­ლის­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ ლი­კას ხშირ დეპ­რე­სი­ებ­ზე და თხზავ­დნენ ამ დეპ­რე­სი­ე­ბის მი­ზე­ზებს.

 

 

არა­ვინ იცის, სად მთავ­რდე­ბო­და ამ ამ­ბებ­ში სი­მარ­თლე და სად იწყე­ბო­და ლე­გენ­და... ის-ის იყო, მი­ნელ­და მას­ზე ჭო­რა­ო­ბა და ლი­კამ თა­ვად გა­მო­იწ­ვია ის, რო­დე­საც თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და თა­ვის­ზე ბევ­რად პა­ტა­რა ბიჭს გაჰ­ყვა ცო­ლად. ამავდრო­უ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ერო­ტი­კულ ფილმში.

 

 

 

 

 

ლიკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებ­და ბავ­შვო­ბის წლებს. რო­გორც ამ­ბობ­და, დე­დას მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ჰყავ­და, მუ­დამ აკონ­ტრო­ლებ­და რას აკე­თებ­და გო­გო­ნა. ის შვი­ლის ად­რე­ულ ასაკ­ში და­ო­ჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გიც იყო. 15 წლის იყო, როცა ჩოგ­ბურთზე მი­მა­ვალს სან­დრო თაქთა­ქიშ­ვი­ლი - მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე შეხ­ვდა. სწო­რედ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს მსა­ხი­ობს ვაჟი - ლე­ვა­ნი.

 

 

"გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, დედა მომ­ყვე­ბო­და, სა­დღაც სხვა­გან - ისევ დედა ან ბე­ბია... 24 სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ამი­ტომ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ცხოვ­რე­ბა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ჩემ­თვის იმის აცი­ლე­ბა უნ­დო­და, რაც თვი­თონ და­ე­მარ­თა, არ ვიცი. მაგ­რამ, როცა ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­იზ­რდე­ბი და წლე­ბის მერე, სა­ერ­თოდ სხვა­გან აღ­მოჩ­ნდე­ბი, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დე. ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და, სა­დაც ჩემი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, სან­დრო მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ვერა! არა! არ შე­მეძ­ლო! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1993-94 წელი იყო და ყვე­ლას აქე­დან გაქ­ცე­ვა­ზე ეჭი­რა თვა­ლი. უკან დავ­ბრუნ­დით", - ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი ჟურ­ნალ "ცხელ შო­კო­ლად­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

 

ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე იური მე­ჩი­თო­ვის ობი­ექ­ტივ­ში

 

 

 

"ყვე­ლა­ზე ცუ­დად ალ­ბათ მა­შინ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა; ხატ­ვა და­ვი­წყე და ვცდი­ლობ­დი ამა­ზე გა­და­მე­ტა­ნა ყუ­რა­დღე­ბა. ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი, მე­გო­ნა ფე­ხებ­ქვეშ მიწა გა­მო­მე­ცა­ლა", - იხ­სე­ნებ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი.

 

 

გთა­ვა­ზობთ მსა­ხი­ო­ბის ფრა­ზებს სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვი­უ­დან:

 

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადრე გა­მი­კე­თე­ბია, კარ­გი თუ ცუდი, ყვე­ლა­ფე­რი რა­ღა­ცის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო - რა­ღაც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გამო, რა­ღა­ცის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ბევრ შეც­დო­მა­საც ვუშ­ვებ­დი. ახლა ეს აღარ მა­წუ­ხებს... მორ­ჩა!"

 

"ისევ შენ თვი­თონ უნდა იპო­ვო გა­მო­სა­ვა­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­კავ­დე, ის საქ­მე აკე­თო, რაც გსი­ა­მოვ­ნებს და ცხოვ­რე­ბას სხვაგ­ვა­რად შე­ხე­დო".

 

"სიყ­ვა­რუ­ლის­თვის სა­ზღვრე­ბი და ად­გი­ლე­ბი არ არ­სე­ბობს. ის მა­შინ მო­დის, როცა უნდა. რაც წლე­ბი გე­მა­ტე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი უფრო ღრმა, ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. შე­საძ­ლოა, ნაკ­ლე­ბად ბო­ბო­ქა­რი და თავ­ქა­რი­ა­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნამ­დვი­ლი".

 

 

 

ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი

მთა­ვა­რი ფოტო: ჟურ­ნა­ლი "სითი"

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1805 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 26 2019

სიახლეები