ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

ლუდომანია - აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად ნე­გა­ტი­უ­რი და ხში­რად, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი­სა.

 

 

თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ა­სა­ვით მო­ე­დო. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 700 000-მდე ადა­მი­ა­ნი თამაშობს, მათ შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც.

 

 

სა­უ­ბე­დუ­როდ, ლუ­დო­მა­ნი­ამ უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი ბოლო მსხვერ­პლი 29 წლის სანდრო ბერაძეა, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რი, რომ­ლის ცხე­დარ­საც რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყეში მიაკვლიეს...

 

 

 

 

სან­დრო ბე­რა­ძის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" წევ­რე­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე 16 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა თამაშებზე დამოკიდებულებას.

 

 

"ასე­თი კარ­გი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. სან­დრო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ადიქ­ცი­ით (დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვე­ვი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მე ვიც­ნობ­დი სან­დროს და მახ­სოვს, რო­გორ ებ­რძო­და ამ ადიქ­ცი­ას. თუმ­ცა, ვე­ღარ გა­უმკლავ­და...

 

 

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად აიკ­რძა­ლოს რეკ­ლა­მე­ბი. ეს არის აგ­რე­სი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გი, რო­მე­ლიც იპყრობს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის გო­ნე­ბას. ეს არის ქვეყ­ნის­თვის უთავ­მოყ­ვა­რეო ბიზ­ნე­სი, ლა­მის თბი­ლი­სის ცაზე გა­და­ჭი­მონ ბე­თე­ბის რეკ­ლა­მე­ბი, ამის შე­დე­გი კი სა­ში­ნე­ლია. ნამ­დვი­ლად არ გვყავს და­სა­კარ­გი თა­ო­ბა, უნდა ვიზ­რუ­ნოთ თა­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და რას აკე­თებს ამ დროს მთავ­რო­ბა? - არა­ფერს!

 

 

სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­რე­კა­ვენ ემიგ­რან­ტი დე­დე­ბი, ტი­რი­ან. რე­კა­ვენ იტა­ლი­ი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან... ისი­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, აქ ვი­ღა­ცე­ბი გა­ამ­დიდ­რონ" - გვე­უბ­ნე­ბა "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე.

 

 

სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კი­სა და ათო­ბით ახალ­გაზ­რდის შე­წი­რუ­ლი სი­ცო­ცხლის მი­უ­ხე­და­ვად, მთავ­რო­ბის მხრი­დან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ იდ­გმე­ბა.

 

 

პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ნაც­ვლად, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ყო­ველ­დღე უამ­რავ რეკ­ლა­მას ხე­და­ვენ, სა­დაც პირ­და­პირ თუ ირი­ბად თა­მაშ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის ჩათ­რე­ვას ცდი­ლო­ბენ. რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც გვკლავს, არის ყველ­გან - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში და ქუ­ჩებ­ში, არამ­ხო­ლოდ ბილ­ბორ­დე­ბის სა­ხით, არა­მედ ტაქ­სებ­ზეც.

 

 

პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ვარ­დნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია მო­ამ­ზა­და, რაც სრუ­ლად კრძა­ლავს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას.

 

 

"თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. იდეა, რომ­ლის თა­ნახ­მად უნდა გა­კეთ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გამ­კაცრ­დეს კონ­ტრო­ლი, შე­ვამ­ცი­როთ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის რის­კე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, და­იბ­ლო­კა ივა­ნიშ­ვი­ლის დროს. მას, რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ამ ბიზ­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

 

 

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის გა­და­სახ­დელს იხ­დის "შავ ბუ­რალ­ტე­რი­ა­ში". არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე აზარ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა. ამ არხზე უნდა გა­დი­ო­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მე­ბი, სა­დაც იტყვი­ან, რომ თა­მა­ში ცუ­დია" - გან­მარ­ტავს ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

 

 

ამ დრომ­დე ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში "პა­ლიტ­რა მე­დია" იყო, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 2015 წლის თე­ბერ­ვლი­დან უარი თქვა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე თა­ვის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე - რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რულ 20-მდე სა­იტ­ზე (მათ შო­რის: AMBEBI.GE, IPN.GE, Kvirispalitra.ge, palitravideo.ge, sportall.ge და სხვა) ასე­ვე რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში.

 

 

 

 

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დი­აჰოლ­დინ­გმა უარი თქვა მი­ლი­ო­ნო­ბით შე­მო­სა­ვალ­ზე, რად­გან შე­მო­სა­ვალ­ზე წინ მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

 

 

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, უკვე მე­ო­თხე წე­ლია "პა­ლიტ­რის მე­დი­ის" ვერც ერთ პლატ­ფორ­მა­ზე ვერ ნა­ხავთ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას და მე­ტიც, მუდ­მი­ვად მზად­დე­ბა არა­ერ­თი სტა­ტია, სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მა თუ სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ლუ­დო­მა­ნი­ის მავ­ნებ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

 

 

სან­დრო ბე­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, "პირ­ვე­ლმა არ­ხმაც" უარი თქვა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე - მა­უ­წყე­ბე­ლი 2020 წლის იან­ვრი­დან თა­ვის ეთერ­ში სრუ­ლად აკ­რძა­ლავს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მას.

 

 

 

 

"პა­ლიტ­რა მე­დია" სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, ამას­თან, სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უარი თქვან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა­ზე.

 

 

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო იზ­რდე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ 2017 წელს სექ­ტო­რის ბრუნ­ვა 6 მი­ლი­არ­დი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გა­ი­ზარ­და და 13 მი­ლი­არდ 806 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

 

 

ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხარ­ჯზეც...

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 838 ჯერ

სიახლეები