ამ გვერდის ამობედვა

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რის, სან­დრო ბე­რა­ძის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე სან­დრო­ზე სუ­ლის­შემ­ძვრელ წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

 

 

29 წლის ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც ჩო­გო­ვა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში წერს, სან­დრო ბე­რა­ძე სენს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და და ამ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა...

 

 

"მო­გიყ­ვე­ბით რო­გო­რი ბიჭი იყო სან­დრი­კა... კი ბაბ... არა ბაბ...

 

 

სან­დრო პირ­ველ იან­ვარს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, რომ და­ბა­დე­ბის დღე არ მაქ­ვსო. ყვე­ლა ისე­დაც ქე­ი­ფობს და არა­ვის ვახ­სო­ვა­რო. სან­დრო ყვე­ლა­სი იყო და ყვე­ლას­თვის იყო. ესე­თი იყო ის. არა­ნორ­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი, თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. დიდი ბავ­შვი იყო თვი­თონ და ამი­ტომ ყვე­ლა პა­ტა­რას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

 

 

 

 

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი თავს მათ გა­რე­მოც­ვა­ში გრძნობ­და. არამ­ხო­ლოდ უყ­ვარ­და მე­გობ­რე­ბი, თა­ვად „მე­გობ­რო­ბა­ზე“ გიჟ­დე­ბო­და. ვინც კი იც­ნობ­დით სან­დროს ყვე­ლას მთე­ლი გუ­ლით გი­სამ­ძიმ­რებთ, იმი­ტომ რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია იც­ნობ­დე მას და გულ­ში არ გყავ­დეს. ის სი­ცა­რი­ე­ლე რაც მან და­ტო­ვა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა­მემ შე­ავ­სოს.

 

 

ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ და­ი­წყო მისი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. გახ­სოვთ ის პე­რი­ო­დი ყო­ველ 100 მეტრში, აფ­თი­ა­ქე­ბი­ვით სლოტ კლუ­ბე­ბი, რომ იყო გახ­სნი­ლი. მა­შინ თვი­თო­ნაც პა­ტა­რა იყო. და­ი­წყო თა­მა­შით. არ იცო­და მა­შინ სი­ცო­ცხლეს თუ ეთა­მა­შე­ბო­და და როცა ეს გა­ი­აზ­რა მას მერე მუდ­მივ ბრძო­ლა­ში იყო სა­კუ­თარ თავ­თან. ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც და­მარ­ცხდა. და­მარ­ცხდა არა იმი­ტომ, რომ სუს­ტი იყო - მან ვე­ღარ გა­უძ­ლო იმას, რომ სა­კუ­თარ თავს ვერ ერე­ო­და.

 

 

სა­შინ­ლად არ მოს­წონ­და ის სან­დრო, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო აზარტზე. სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და ამას. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ვმე­გობ­რობთ, რამ­დენ­ჯერ უთხო­ვია ჩემ­თვის: „გიოს არ უთხრა ხო იცი...“ ამ ზა­ფხულს რა­ღა­ცე­ე­ბის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა და­ი­წყო. არ ვი­ცო­დი, ვერ მივ­ხვდი, რომ ეს გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა იყო. 50-ჯერ მანც აქვს ნათ­ქვა­მი ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე და წამო შენც... „მაგ­რად გა­გის­წორ­დე­ბა ბაბ...“, მი­რე­კავ­და სა­ღა­მო­ო­ბით... გამო ლის­ზე ავი­დეთ ვი­სე­ირ­ნო­თო.

 

 

 

 

პა­რა­ლე­ლუ­რად, ვი­ცო­დი, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან და­დი­ო­და. სამ­სა­ხურ­შიც დაბ­რუნ­და. ბრძო­ლაც და­ი­წყო სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის წი­ნა­აღ­მდეგ. „ბიზ­ნე­სის“, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ სი­ცო­ცხლე­ზე უარი ათ­ქმე­ვი­ნა. სწო­რედ ამ ბრძო­ლის ნა­წი­ლი გა­ხა­და თა­ვი­სი სიკ­ვდი­ლიც. სა­დღაც ოდეს­ღაც ნათ­ქვა­მი აქვს ეს ჩემ­თვის. მო­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რო­გორ შე­ეძ­ლო და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა ის, რა­მაც სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­რა. მა­შინ ეს ისე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და... თუმ­ცა, ამა­ზე ცოტა ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

 

 

მე­უბ­ნე­ბო­და რომ აღარ თა­მა­შობ­და. ბოლო თვე­ებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე ტე­ლე­ფონ­ში ჩამძვრალს რომ წა­ვას­წა­რი მი­თხრა: „არა ბაბ... 10 ლარი ხო იცი...“ თურ­მე უკვე ჩემ­თა­ნაც მა­ლავ­და... ასე დარ­ჩა მარ­ტო თა­ვის კოშ­მარ­თან. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებ­და, იმა­ზე უკვე მე­გობ­რებ­საც კი ვე­ღარ ელა­პა­რა­კე­ბო­და.. ასე დარ­ჩა მარ­ტო. მარ­ტო დარ­ჩა სან­დრო. სან­დრი­კა, რომ­ლის სა­ხე­ზე მუ­დამ ღი­მი­ლი იყო, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­და სხვებ­ზე.

 

 

ეს არაა უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბი... მარ­თლა ესე იყო. იმ­დე­ნი რა­მის მო­ყო­ლა შე­მიძ­ლია სან­დროს მა­გარ ბი­ჭო­ბა­ზე. ეს ის­ტო­რი­ე­ბი არც ერ­თმა­ნეთს გავს და არც რამე სხვა ამ­ბებს. მარ­ტო სან­დრი­კას შე­ეძ­ლო ესე­თი ცხოვ­რე­ბა ეცხოვ­რა. ბო­ლოს მიხ­ვდა რომ უბ­რა­ლოდ ვე­ღარ აგ­რძე­ლებ­და და და­ხუ­რა თა­ვი­სი წიგ­ნი. არა­ვინ იფიქ­როთ, რომ სან­დრომ თა­ვის სი­ცო­ცხლე რამე კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის წა­გე­ბის გამო დათ­მო. არც ის იფიქ­როთ, რომ ეს სპონ­ტა­ნუ­რი, იმ დღის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. აფექ­ტზე ხომ სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი...

 

 

40 წუთი მარ­ტო ტაქ­სით იარა დი­დუ­ბი­დან იმ ულა­მა­ზეს ტყემ­დე. გზად შე­ი­ძი­ნა რაც სჭირ­დე­ბო­და. მო­ამ­ზა­და ყვე­ლა­ფე­რი. მთე­ლი გუ­ლით აკე­თებ­და ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს. არ შე­ეძ­ლო სხვა­ნა­ი­რად. მერე და­უ­რე­კა დე­დას და ძმას და­სამ­შვი­დო­ბებ­ლად და ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად. და­ვი­ღა­ლეო... ღმერ­თმაც მი­მა­ტო­ვაო. აღარ შე­მიძ­ლია ამ ჯო­ჯო­ხეთ­ში ცხოვ­რე­ბაო...ამ ყვე­ლაფ­რის მერე რა­კავს 112-ში. ეუბ­ნე­ბა, რომ ტყე­შია და თა­ვის მოკ­ვლას აპი­რებს. იმა­საც ამ­ბობს, რამ მი­იყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე. ბო­ლოს ეუბ­ნე­ბა, რომ ეხლა მე­ძე­ბეთ ტყე­ში, თქვე­ნი დე­დაც ვა­ტი­რეო...

 

 

ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის ჩა­ნა­წე­რი ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ სან­დროს ხმაც ის­მო­დეს იმ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც თა­ვად და­ი­წყო. ვი­საც დახ­მა­რე­ბა შე­გიძ­ლი­ათ ამ ამ­ბავ­ში დაგ­ვეხ­მა­რეთ...

 

 

შემ­დეგ ტე­ლე­ფონს აერ­თებს "ფო­ვერ­ბენკში". ალ­ბათ იმის­თვის მერე გვე­პო­ვა და და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ყავს. არ იცო­და სან­დრომ, რომ 4 დღე ვერ ვი­პო­ვი­დით... ნამ­დვი­ლად არ იცო­და.

 

 

არ შე­ეძ­ლო ეს თა­ვი­სი ძმის­თვის გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ძმის­თვის, რო­მე­ლიც 6 თვე ნა­ნა­ხი არ ყავ­და და ორი კვი­რის წინ, დახ­ვედ­რის შემ­დეგ, ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლით რეს­ტო­რან­ში წა­იყ­ვა­ნა. დღე, როცა სან­დრო იმ არა­ბუ­ნებ­რი­ვად ლა­მაზ ტყე­ში ვი­პო­ვეთ - გიოს, სან­დროს ძმის, და­ბა­დე­ბის დღე იყო.

 

 

სი­ცო­ცხლე ისე უყ­ვარ­და, არა­ვის გვჯე­რო­და რომ ამას გა­ა­კე­თებ­და. ბოლო წა­მამ­დე ვერ და­ვუშ­ვი. როცა იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ლა­მაზ ტყე­ში შემ­ხვდა წა­მით ცო­ცხა­ლი მე­გო­ნა. ფეხ­ზე იდგა თით­ქოს. ნა­გა­ვი პარკში ქონ­და მოგ­რო­ვე­ბუ­ლი. სათ­ვა­ლე, ტე­ლე­ფო­ნი კოხ­ტად და­ლა­გე­ბუ­ლი. ასე­თი იყო სან­დრო. რა­საც აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თებ­და.

 

 

ამ წე­რილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ ვი­ტი­რე, ხმა­მაღ­ლა, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით... ბო­ლომ­დე ჯერ კი­დევ ვერ მო­ვა­ხერ­ხე იმის გა­აზ­რე­ბა რაც სან­დრომ გა­ა­კე­თა, და­გეგ­მა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

 

 

არა ბაბ... კი ბაბ... სულ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, რა აი­ჩე­მე ეს ბაბ... მთე­ლი ქა­ლა­ქი ბა­ბუ­ლი­კებს დას­ცი­ნის მეთ­ქი... ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვეს მპა­სუ­ხობ­და.... „არა ბაბ... ღა­და­ო­ბაა ბაბ...“. ამ წე­რილს ქუ­დად სან­დროს ფო­ტოა. ლის­ზე... ნა­პირ­ზე დგას ჩემს დის­შვილ­თან თა­მა­შობს.

 

 

 

 

მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სა­გუ­ლა­ოდ მე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო პირ­ვე­ლა­დო. იმ­დე­ნი გეგ­მე­ბი ქონ­და. რამ­დე­ნი რა­მის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და... ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვით, როცა გა­ი­გო რომ ჩემი დის­თვის ხელი უნდა ეთხო­ვათ. იმ დღეს თბი­ლის­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო - პრო­ბა­ცი­ა­ზე თითი უნდა და­ე­დო. ცო­ცხა­ლი თა­ვით არ წა­ვი­და და დარ­ჩა. მე ამას ვერ გა­მოვ­ტო­ვე­ბო. პი­რო­ბი­თი ქონ­და მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის. ამის გამო რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ უშ­ვებ­დნენ ქვეყ­ნი­დან. ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს. გა­მომ­წყვდე­უ­ლი იყო აქ, ჩვენ­თან. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სან­დრი­კამ პი­რა­დად მე არ და­მი­ტო­ვა არა­ნა­ი­რი კი­თხვა იმა­ზე, თუ რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს.

 

 

ზუს­ტად იცო­და, რაც მოყ­ვე­ბო­და ამ ამ­ბავს. ნამ­დვი­ლად იცო­და და თუ კი­დევ ვინ­მე ვერ მიხ­ვდა, რა მოხ­და - ნა­ხეთ ეს ფილ­მი "The life of David Gale" ცე­ცხლი და­ან­თო და თა­მა­შიც და­ამ­თავ­რა.

 

 

ის მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რაც სან­დრომ და­ტო­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად და­სა­ნა­ხია. უნდა დას­რულ­დეს ეს გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა რა­საც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის წვა­ლე­ბა ჰქვია. უნდა დას­რულ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლით თა­მა­ში და ის არ­გუ­მენ­ტი, რომ სა­თა­მა­შო ბიზ­ნესს მი­ლი­არ­დე­ბი მო­აქვს ქვეყ­ნის­თვის - არის გუ­ლი­სამ­რე­ვი! აბა გა­ი­აზ­რეთ ის მი­ლი­არ­დე­ბი, რა ფუ­ლით გროვ­დე­ბა.

 

 

ეს აღა­რაა მარ­ტო სან­დროს, ჩემი და შენი პრობ­ლე­მა. კარ­გად და­ფიქ­რდით და მიხ­ვდე­ბით რა ტრ...ც ვართ. დავ­დგეთ ერ­თად. თუ ვინ­მეს გო­ნია, რომ ამ ამ­ბავ­ზე რა­ი­მე სა­ხით პო­ლი­ტი­კურ ქუ­ლებს და­ი­წერს ან რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ გუნდს მიგ­ვა­კე­რე­ბენ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. ის აზრი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­რე­შე საქ­მე არ გა­მო­ვა, სა­კუ­თა­რი ტუ­ა­ლე­ტის კა­რებ­ზე ბღაჭ­ნეთ. თქვე­ნი უუ­ნა­რო დედა ვა­ტი­რე. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეთ ფარ­ჩა­კე­ბო იმა­ზე, რომ გა­მოგ­ვიმ­წყვდი­ეთ და დაგ­ვიხ­რჩეთ შვი­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძმე­ბი, დები, მა­მე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი. შა­ვე­ბი ჩა­აც­ვით დე­დებს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა გამ­წარ­დეს, რომ რამე შე­იც­ვა­ლოს. მე ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სია. გვე­ყო­ფა!!!

 

 

მშვი­დო­ბით მე­გო­ბა­რო, ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ, რომ მალე შევ­ხვდე­ბით!

 

 

წე­რილს კი სან­დროს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზით და­ვას­რუ­ლებ... რო­მელ­საც სულ ღი­მი­ლით ამ­ბობ­და....„ნი­ჩე­ვო, ნი­ჩე­ვო, ომია, რას ვი­ზამთ...“

 

 

P.S. სა­პატ­რი­არ­ქოს გა­სა­გო­ნად, ბიჭი გვა­ზი­ა­რე­ბი­ნეთ. მო­ნას­ტერ­ში გა­ვი­ცა­ნით სან­დრო. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ და შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ. დავ­დგეთ ერ­თად #სან­დროს­თვის #სა­ქარ­თვე­ლოს­თვის #შენ­თვის #მო­მავ­ლის­თვის" - წერს სან­დრო ბე­რა­ძის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე.

 

 

წაკითხვა 569 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2019

სიახლეები