ამ გვერდის ამობედვა

" აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც" - ბათუმში 23 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

ბათუმში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ.

 

მამაკაცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით...

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი,29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.

წაკითხვა 453 ჯერ