ამ გვერდის ამობედვა

„ქართული ოცნების“ ოფისთან ორი ადამიანი დაშავდა

„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის შესასვლელების პიკეტირება სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

 

პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის დროს აქციის ერთი მონაწილე დაშავდა.

 

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, აქციაზე ერთ-ერთ ოპერატორს ხელი მოტყდა.

წაკითხვა 423 ჯერ