ამ გვერდის ამობედვა

"ნამდვილი ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს... მათ ომშიც არ ესვრიან" - რას წერენ ოსები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ 9 ნო­ემ­ბერს და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მის ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ბედი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

 

 

ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სი­დან სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად გო­რის­კენ გა­ემ­გზავ­რა. ე.წ. გამ­ყოფ ზო­ლამ­დე მი­სუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, კო­ლე­გებს კი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა ურ­ჩია და თა­ვად რუ­სე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­ათ­ში კი მე­უღ­ლეს მისი და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო.

 

 

გო­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი და­ვით ღვი­ნი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რი­დან 15 ნო­ემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი “სა­ზღვრის კვე­თას” არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ო­რი­ა­ზერ იმ­ყო­ფე­ბა. ღვი­ნი­აშ­ვი­ლის თქმით, მას ამის შე­სა­ხებ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა უამ­ბეს, ვი­საც ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტორ­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ყოფ­ნა მო­უ­წია.

 

 

თა­ვი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მი, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჭაში ჩა­ვარ­დნი­ლი ქა­ლის, თა­მარ გი­გა­უ­რის და­სახ­მა­რებ­ლად მი­დი­ო­და. ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ცნო­ბით, გი­გა­უ­რი ცხინ­ვა­ლის ე.წ. რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტა­რეს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­მო­წე­რეს, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და...

 

 

გი­გა­უ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი თბი­ლი­სი­დან ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში მათ­თან ჩა­დი­ო­და, მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

 

 

გი­გა­უ­რის ნა­თე­სა­ვე­ბის ცნო­ბით, "ოსურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან" პა­ცი­ენ­ტის თბი­ლის­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ ეტაპ­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

 

ის, რომ ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ყვე­ლა სფე­რო­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე, ოსუ­რი მხა­რის­თვის ცნო­ბი­ლია. ოსუ­რი მხა­რე, წნე­ლის­თან გახ­სნი­ლი სა­გუ­შა­გოს გა­უქ­მე­ბას ითხოვს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოსუ­რი "მი­ლი­ცი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რა­ი­ონ­ში ჩარ­ჩე­ნილ მო­ხუ­ცებს უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­გუ­შა­გოს გა­უქ­მე­ბა მო­ი­თხო­ვონ და პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დე­ბა.

 

 

ქარ­თვე­ლი ექი­მის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტმა თა­ვად ოსურ მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. ერთი ნა­წი­ლის თქმით, "თუ ქარ­თველ­მა ექიმ­მა მარ­თლა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დაკ­ვე­თა სა­ზღვა­რი, მან ამა­ზე პა­სუ­ხი უნდა აგოს, რად­გან ქარ­თვე­ლებს დღემ­დე ოსუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა არ უნ­დათ, რაც ორი­ვე მხა­რეს ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ხელს უშ­ლის".

 

 

არი­ან ისე­თე­ბი, ვისი გუ­ლის­წყრო­მაც ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი.

 

 

"თუ მას ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­და, შე­ეძ­ლო ეს ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლებს მა­ინც თბი­ლი­სის­კენ უჭი­რავთ თვა­ლი. ჩვენს ექი­მებს აღარ ენ­დო­ბი­ან და აღარც ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ... ეს რე­ა­ლო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს" - წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისი­ნი.

 

 

"ძნე­ლია ქარ­თვე­ლი ექი­მის გამ­ბე­და­ო­ბა არ და­ა­ფა­სო. ნამ­დვი­ლი ექი­მის­თვის სა­ზღვრე­ბი არ არ­სე­ბობს. მათ ომ­შიც არ ეს­ვრი­ან... გა­და­ახ­დე­ვი­ნონ ჯა­რი­მა და გა­უშ­ვან, ერთხელ ხომ შე­იძ­ლე­ბა კავ­კა­სი­უ­რი ღირ­სე­ბით მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რის სი­სას­ტი­კე­ებ­ზე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, ეს იცო­და ქარ­თველ­მა ექიმ­მაც, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტი მა­ინც გა­ი­მე­ტა... რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვი­კი­თხე გაფ­რი­ნაშ­ვილ­ზე ნი­უ­სე­ბი, ერთი-ორი ასე­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ გვა­წყენ­და. აქ რო­გორც კი რა­მეს ის­წავ­ლი­ან ვლა­დი­კივ­კაზ­ში ან რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში გარ­ბი­ან" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანია ია­ნოვ­სკა­ია.

 

 

"რაც უნდა ვთქვათ, ისი­ნი ჩვენს ავად­მყო­ფებს უფა­სოდ მკურ­ნა­ლო­ბენ და საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, რა­ტომ არას­დროს გვახ­სენ­დე­ბა ეს. თუ არა­ფე­რი გვინ­და მათ­გან, მა­შინ ნურც პა­ცი­ენ­ტებს გა­ვუშ­ვებთ და ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ უზ­რუნ­ველ­ყოს, ან რუ­სეთ­ში გა­უშ­ვას. რო­დემ­დე ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი?.." - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ფსევ­დო­ნი­მით "ცხინ­ვა­ლე­ლი ოსი".

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 510 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019

სიახლეები