აქციის მონაწილეები ქვიშით დატვირთულ ტომრებს თავად ეზიდებიან იმ მანქანიდან, რომელიც აქციის ტერიტორიაზე პოლიციამ არ შეუშვა

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.

 

 

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ქვიშა მათ კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

 

 

ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.

 

 

 

 

საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ იქამდე, სატვირთო მანქანის გაჩერების გამო სიტყვიერი შელაპარაკება იყო პოლიციასა და გიგი უგულავას შორისაც. უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 605 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.