როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება 24 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +3+5 გრადუსამდე იქნება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მოთოვოს.

 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა +12+15 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

წაკითხვა 562 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.