ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე",- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ.

 

სისხლის უანგარო დონაციის მიზანი მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა.

 

მურმან იაშვილის სახელობის ცენრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში სადაც ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებულ 0 დან 8 წლამდე ბავშვებს მკურნალობენ. მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ხშირად იქმნება დეფიციტი და პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება.

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობას უკვე მესამედ იღებენ.

წაკითხვა 472 ჯერ

სიახლეები