ამ გვერდის ამობედვა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

 

16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

 

ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

წაკითხვა 559 ჯერ