ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში გამწვანების აქცია გაიმართა

ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში ხეების დარგვის აქცია გაიმართა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე ფოთლოვანი სახეობის - იფანის ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.

 

 

აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.

 

 

აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 473 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2019

სიახლეები