ამ გვერდის ამობედვა

სასწრაფო სამედიცინო დახმარებასაშინელი ავარია თბილისში: დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 მგზავრი

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 - დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაშია მიკროვატობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი.

 

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაკითხვა 525 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 19 2019