"ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა"- ექიმი"

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

"ამ ეტაპზე მისი სიმძიმე შეესაბამება გადატანილ ოპერაციულ ჩარევებს", - განაცხადა კვაჭაძემ.

 

თუ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა ცოტნე გამსახურდიას, ექიმი ამბობს, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ჯერჯერობით, ვერ ისაუბრებს. ამასთან, კითხვაზე, ბასრი საგნით აქვს თუ არა ჭრილობები მიყენებული, ექიმი განმარტავს, რომ ვერც ამ დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა პაციენტს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

 

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღეს, რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გავქვს, თუმცა გამორიცხული არ არის, რაღაც პერიოდის შემდეგ განმეორებითი ჩარევა დაგვჭირდეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. მრავლობითი ჭრილობები აქვს, არა მხოლოდ გულ-მკერდის არეში, თავის არეშიც. ახლა მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

წაკითხვა 451 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.