ამ გვერდის ამობედვა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც კუნძულ მადეირაზე ულამაზესი ბაღი გააშენა - "აქ პოპულარულია ტკბილი კარტოფილი..."

უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ჩვე­ნი კო­ლე­გა იყო, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ში" მუ­შა­ობ­და, ამ­ჟა­მად ანი სპარ­სი­აშ­ვი­ლი­ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. მე­უღ­ლე ჟოზე ან­ტო­ნიო დე ბა­როს როდ­რი­გეს­თან ერ­თად.

 

თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის დას­ტუ­რად, ბა­ღის გა­შე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, ასე რომ, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის ქარ­თვე­ლი რძა­ლი შრო­მი­თა და სი­ყო­ჩა­ღით თავს მარ­თლაც იწო­ნებს.

 

 

ანი სპარ­სი­აშ­ვი­ლი: - " წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტია, პორ­ტუ­გა­ლი­ის კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­ზე ვცხოვ­რობ. პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში 9 თვით უნდა წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო­ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით "იბე­რია - აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ერ­თო ფეს­ვე­ბი"­ და წა­მოს­ვლამ­დე ერთი დღით ადრე გავ­თხოვ­დი. ჩემი მე­უღ­ლე მა­დე­ი­რე­ლია.

 

 

პორ­ტუ­გა­ლია ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ქვე­ყა­ნაა - ამას ადა­მი­ა­ნე­ბი და ფა­დუს ჰან­გე­ბი მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, ჩვე­ნი კუნ­ძუ­ლი კი პორ­ტუ­გა­ლი­ის­გა­ნაც გან­სხვავ­დე­ბა - პა­ტა­რაა, ხალ­ხი ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­ა­ში­ ცხოვ­რობს, ტრა­დი­ცი­ებს მის­დევს და ყვე­ლა დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ემო­ცი­ე­ბის­ გა­მო­ხატ­ვა არ ერი­დე­ბათ, გიჟ­დე­ბი­ან ფეხბ­ურთზე, უყ­ვართ ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი, ღვი­ნო და ჭამა-სმა."

 

 

 

 

 

 

- მოგ­ვი­ყე­ვი, რო­გორ შე­ე­ჭი­დე ბა­ღის გა­შე­ნე­ბას.

 

- სო­ფელ­ში გა­ვი­ზარ­დე და ყვა­ვი­ლე­ბით, ხე­ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით სავ­სე ეზო გვქონ­და. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ბე­ბი­ა­სა და დე­დას ვეხ­მა­რე­ბო­დი. მერე სოფ­ლი­დან წა­მო­ვე­დით, ეზო და ყვა­ვი­ლე­ბიც უპატ­რო­ნოდ დარ­ჩა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ქა­ლაქ­ში სა­კუ­თარ ბაღ­ზე აღარც მი­ოც­ნე­ბია. ან­ტო­ნი­ომ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და ბა­ღის გა­შე­ნე­ბა, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტებ­ლად. ბოლო ცდა გან­სა­კუთ­რე­ბით სევ­დი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა - ყვა­ვი­ლე­ბის ბაღი, რო­მე­ლიც სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ეზო­ში გა­ა­შე­ნა, პარ­კინ­გად გა­და­ა­კე­თეს და ას­ფალ­ტი და­ას­ხეს.

 

 

ბა­ღის გა­შე­ნე­ბის იდეა ერ­თად გაგ­ვიჩ­ნდა, როცა შარ­შან სახ­ლის ყიდ­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ. ამის­თვის ბან­კის ვალი ავი­ღეთ. ამა­სო­ბა­ში ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი "ახალ­გაზ­რდა მე­ბა­ღე­ე­ბი" წა­მო­ი­წყო. ბა­ღის გა­სა­შე­ნებ­ლად პერ­სპექ­ტი­უ­ლი ად­გი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ - ცენ­ტრი­დან არც ისე შორ­საა და მი­წაც ნა­ყო­ფი­ე­რია. ამ­ჟა­მად გვაქვს ყვა­ვი­ლე­ბი, ყუ­რძნის ხე­ი­ვა­ნი და ცოტა ბოსტნე­უ­ლი. გვინ­და სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბიც გა­ვა­ხა­როთ.

 

 

 

 

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­წავ­ლით მე­ბა­ღე­ო­ბას. ტრე­ნინ­გი ხორ­ვა­ტი­ის კუნ­ძულ ვე­ლიჟ­ზე ჩაგ­ვი­ტარ­დე­ბა, შემ­დეგ გვექ­ნე­ბა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, ლას-პალ­მას­ში კი ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ვა­ჯა­მებთ და დე­კო­რა­ტი­ულ მე­ბა­ღე­ო­ბას ვის­წავ­ლით.

 

 

ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­აა და თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პი­უ­ტე­რულ სამ­ყა­რო­ში ეს ორი­ვეს ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში იშვი­ათად თუ იყი­დი ცე­ლო­ფა­ნის გა­რე­შე რა­მეს, ბოსტნე­უ­ლიც და ხი­ლიც, ძი­რი­თა­დად, შე­ფუ­თუ­ლია. ჩვე­ნი ხილ-ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნით შე­ვეც­დე­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს გა­ვუ­წი­ოთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რედ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა და ნაგ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბად გარ­დაქ­მნაა.

 

 

- რამ­ხე­ლა ნაკ­ვე­თი გაქვთ?

 

- სახ­ლის წინ მი­წის პა­ტა­რა ფარ­თო­ბი გვაქვს, და­ახ­ლო­ე­ბით 100 კვმ. მოვ­ლა­ში მე­გობ­რე­ბი და მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან. ბაღ­ში შრო­მა ყო­ველ­დღი­უ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის­გან მა­თა­ვი­სუფ­ლებს. ჩემ­თვის ეს გან­ტვირ­თვა უფ­როა. რო­მე­ლი­მე ყვა­ვი­ლი რომ ხა­რობს, სა­ოც­რად მი­ხა­რია.

 

 

 

 

 

- უმე­ტე­სად რა ხა­რობს და მიწა მო­სავ­ლი­ა­ნია თუ არა?

 

- აქ ყველ­გან ბა­ნა­ნის პლან­ტა­ცი­ე­ბია, ბევ­რია ვე­ნა­ხი და აქა­უ­რე­ბი­ ძა­ლი­ან ამა­ყო­ბენ მა­დე­ი­რუ­ლი ღვი­ნით.­ კარ­გი მი­წაა, მო­სავ­ლი­ა­ნი, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად წვიმს და ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა­ აქვთ - კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ გა­მოყ­ვა­ნი­ლი სარ­წყა­ვი არ­ხე­ბი, რომ­ლებ­საც ლე­ვა­დას უწო­დე­ბენ. ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სით მოჰ­ყავს, და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გლე­ხე­ბის­თვის ხილ-ბოსტნე­უ­ლის ბაზ­რო­ბა ეწყო­ბა.

 

 

 

 

ჩვენ ამ­ჟა­მად ავო­კა­დო­სა და მან­გოს ხე­ე­ბი გვაქვს, მა­რა­კუ­ია­სა და პა­პა­ი­ა­საც დავრგავთ. აქ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ტკბი­ლი კარ­ტო­ფი­ლი - ბევ­რი მო­დის და სწრა­ფად მრავ­ლდე­ბა. თუ გა­მოვ­ძებ­ნეთ ად­გი­ლი, გა­ზა­ფხულ­ზე ვგეგ­მავთ და­თეს­ვას.

 

 

- გეგ­მე­ბი რო­გო­რია?

 

- თა­ვი­დან ჩვე­ნი ბაღი გა­დამ­ხმა­რი და მო­უვ­ლე­ლი იყო. ბევ­რი ლა­მა­ზი მცე­ნა­რე ამო­სა­ძირ­კვი გაგ­ვიხ­და. ახლა ვრწყავთ და ახა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით ვცვლით. გვინ­და სხვა­დას­ხვა ხილ-ბოსტნე­უ­ლი მო­ვიყ­ვა­ნოთ და ბაღი დე­კო­რა­ტი­უ­ლა­დაც გა­ვა­ლა­მა­ზოთ. მი­ვი­ღებთ მო­ხა­ლი­სე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად ის­წავ­ლი­ან მე­ბა­ღე­ო­ბას. ჩვე­ნი ბაღი ტუ­რის­ტე­ბის­თვი­საც ღიაა.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 805 ჯერ

სიახლეები