ამ გვერდის ამობედვა

მსოფლიო მედია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება

მსოფლიო მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. 

„როიტერსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა მთავრობამ 21 კვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით“ საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ.

 

„რადიო თავისუფლების“ ცნობით კი, ქართველი ექიმი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „შეიწყალა“. მათივე ინფორმაციით, ქართველი ექიმი უკანონოდ იყო დაკავებული. გამოშვება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაფრინდაშვილი თავად რაიმე კანონის დარღვევას უარყოფდა, ამტკიცებდა რა, რომ "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს ტერიტორიაა.

 

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო. გამოცემის ცნობით, ექიმი, მოსკოვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პაციენტის სანახავად გადავიდა.

 

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

წაკითხვა 504 ჯერ