მეუღლის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართულია ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.

 

„ცოტნეს გადაყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, რადგან რაღაც დეტალები ზუსტდება და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება კონკრეტულად როდის გადაგვყავს. დანამდვილებით ვაპირებთ გადაყვანას, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარი იყო ორ-სამ ქვეყანაზე, ბოლოს საუბარი იყო თურქეთზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დანამდვილებით დაზუსტებული, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

 

 

ანა ჯაბაურის განცხადებით „ის ვერსიები, რასაც გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების უფლებადამცველები აჟღერებენ, მტკნარი სიცრუეა“.

 

 

„მაგიდის თითოეულ წევრს ველაპარაკე, იქ არავითარი სერიოზული შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, არანაირი ფიზიკური დაპირისპირება და შეურცხყოფა. ყოვლად წარმოუდგენელია მართალი იყოს ის, რასაც ისინი საუბრობენ, რადგან ამას არავინ ადასტურებს. იმ სუფრიდან მომავალი ცოტნე იყო სახლში და იყო ძალიან მშვიდი, კარგ ხასიათზე იყო. წარმოუდგენელია, ოთხი-ხუთი კაცი ადამიანს მოსაკლავად თავს დაესხას და ამას რამე გამართლება ჰქონდეს. ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, 15 წუთით ადრე თუ 15 დღით, ამას მე ვერ გეტყვით. ვვარაუდობ, რომ დამნაშავეთა წრე გაიზრდება. თავად ცოტნე კარგად იცნობდა კახა ჩხეტიანს, რომელიც მისი მეზობელი და ყოფილი მეგობარი იყო, რომელთანაც განხეთქილება მოუვიდა და შემდეგ შერიგდნენ, მაგრამ აღარ მეგობრობდნენ. ჩხეტიანიც იყო იმ ჩასაფრებულ ადამიანებთან ერთად, თავისი ვერსიით, გასაშველებლად, მაგრამ გასაშველებლად მისული ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ სახლიდან გამოსულ ადამიანს თავში ჩაარტყან მძიმე საგანი“,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

 

 

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

 

 

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.