April 25, 2024

სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება

დღეიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა იკრძალება.

თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, აღნიშული რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება, ასევე შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

 

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ელი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

წაკითხვა 379 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.