ამ გვერდის ამობედვა

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი დღეს ქრის­ტე­შო­ბის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობს.

 

სა­შო­ბაო ლი­ტურ­გია სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ აღავ­ლი­ნა. ლი­ტურ­გი­ას მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. უჩ­ვე­უ­ლო იყო ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც დაკ­ვირ­ვე­ბულ თვალს არ გა­მორ­ჩე­ნია.

 

 

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლი­ტურ­გი­ამ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძი­სა და მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. ისი­ნი წლე­ბია სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე სა­მე­ბის ტაძ­რის სა­სუ­ლი­ე­რო და­სის გუნდთან ერ­თად გა­ლო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ოჯა­ხი ლი­ტურ­გი­ა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­იწ­ვი­ეს. რაც მის მიერ გა­კე­თე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა.

 

 

სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, ის ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს ხვალ გა­ა­კე­თებს. მას­თან გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, ჩვენ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

 

 

- ქალ­ბა­ტო­ნო თამ­რი­კო, სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ამ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გუ­შინ თქვე­ნი და თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის გა­ლო­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია.. რა იყო ამის მი­ზე­ზი, თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხომ არა?

 

- მინ­და ამ შე­კი­თხვას ხალ­ხმა გას­ცეს პა­სუ­ხი, ამი­ტომ ცოტა ხანს კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დავ­ტო­ვებ ამ სა­კითხს. რო­გორ ფიქ­რობს ხალ­ხი, რა­შია საქ­მე? მე კარ­გად ვარ. ეს ცოტა გა­საკ­ვი­რი იყო, მაგ­რამ არ მწყე­ნია, იმი­ტომ რომ დღეს მე არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს. მე ჩემს პა­ტა­რა ტა­ძარ­ში ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვა­კე­თებ. სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ფევს ჩემს ოჯახ­ში, ღმერ­თი კი სიყ­ვა­რუ­ლია. გუ­შინ გა­და­სა­რე­ვად მო­ვა­ხერ­ხე ამის დამ­ტკი­ცე­ბა, ჩემი სახ­ლი­დან ტკბილ­ხმო­ვა­ნე­ბა ის­მო­და. რა თქმა უნდა, თა­ვის­თა­ვად არ არის გა­სა­ხა­რე­ლი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ არ მინ­და სიღ­რმე­ე­ბი ვე­ძიო.

 

 

- ვინ წყვეტს იმას, თუ ვინ იგა­ლო­ბებს სა­შო­ბაო ლი­ტურ­გი­ა­ზე?

 

- არამ­გო­ნია პატ­რი­არ­ქი წყვეტ­დეს. ვერ მი­ვაღ­წიე იქამ­დე, ვიცი პატ­რი­არ­ქი სხვაგ­ვა­რად აზ­როვ­ნებს. მას არ უყ­ვარს მო­ნე­ბი და ბრმად გამ­ყო­ლი ხალ­ხი. მინ­და მას ვკი­თხო, მაქვს თუ არა უფ­ლე­ბა ჩემი აზრი და პო­ზი­ცია გა­მაჩ­ნდეს? რამ­დე­ნი­მე მხრი­დან ვცა­დე პატ­რი­არ­ქთან შეს­ვლა და ვერ შევ­ხვდი. ადრე ყო­ველ­თვის თვი­თონ ითხოვ­და ჩვენ­თან შეხ­ვედ­რას. მინ­და მი­ვი­დე ილია მე­ო­რეს­თან, მო­ვე­ფე­რო და ვუ­თხრა, მე არას­დროს არა­ვის­თვის მი­ღა­ლა­ტია და მი­თუ­მე­ტეს, პატ­რი­არ­ქის­თვის.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 434 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 07 2020

სიახლეები