ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში ითო­ვებს, დრო­გა­მოშ­ვე­ბით იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.

 

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 25-27 იან­ვარს მო­სა­ლოდ­ნე­ლია უნა­ლე­ქო ამინ­დი. ღა­მით გაძ­ლი­ერ­დე­ბა ყინ­ვა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ღა­მის სა­ა­თებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში -4, -6, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში ზო­გან -8, მთა­ში -15, მა­ღალმთა­ში -20 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს.

 

 

25 იან­ვარს დღი­სით დაბ­ლობ­სა და ბარ­ში +1, +6 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, ხოლო 26-27 იან­ვარს +7, +12 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

 

 

თბი­ლის­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. 24 იან­ვარს დრო­გა­მოშ­ვე­ბით იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 25-27 იან­ვარს ღა­მის სა­ა­თებ­ში -1, -3 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს, დღი­სით კი +8, +10 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

წაკითხვა 478 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 25 2020

სიახლეები