17 თებერვალს, თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი, 18 თებერვლიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს

18 თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს.

რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­და­ქა­ლაქ­ში 17 თე­ბერ­ვალს მცი­რე თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 18,19, 20 თე­ბერ­ვალს, რო­გორც და­სავ­ლეთ ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს.

 

 

ხვალ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, +2 - +7 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თოვ­ლიც კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში. კვლავ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ღა­მით ყინ­ვე­ბი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ტემ­პე­რა­ტუ­რა +13 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

 

 

დღეს ღა­მით, თბი­ლის­ში -3 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. ხვალ დღი­სით კი მცი­რე, ხან­მოკ­ლე თოვ­ლი და ნის­ლი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი თბი­ლის­ში. შე­საძ­ლოა ყველ­გან არც იყოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა კი +6 გრა­დუ­სამ­დე გათ­ბე­ბა.

 

 

18 და 19 თე­ბერ­ვალს უნა­ლე­ქო ამინ­დია მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­სავ­ლეთ­ში დღის ტემ­პე­რა­ტუ­რა +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +13 გრა­დუ­სამ­დე. თბი­ლის­ში 18 თე­ბერ­ვალს +10 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, 19 თე­ბერ­ვალს კი +14 გრა­დუ­სი.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 482 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 16 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.