როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ