შეხვედრამდე, მამა!

“ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა“. ესეც ამბავი, რომელიც ვიცით, მაგრამ დათვლილი და აღრიცხული კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა.

 


მე გოგო ვარ, ბოლო 25 წელიწადში დაბადებული. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა. გამართლებაა, როცა 31 446 გოგოში ერთ-ერთი არ აღმოჩნდები. გამართლებაა, როცა დაიბადები აქ, ამ ქვეყანაში და თან იქნები გოგო, რომელიც უნდოდათ და რომელსაც ელოდნენ.

 


მაგრამ არიან ისინი, ვინც ჩემნაირი იღბლიანი არ აღმოჩნდა. არიან იქ, სადაც არავინ იცის რა ხდება. არიან მხოლოდ იმიტომ, რომ… მათ არ აჩენენ დედები, რომლებიც თვადაც ქალად დაიბადნენ და რომლებსაც ამის გამო სიცოცხლე არ წაართვეს. მე მაინტერესებს, რას გრძნობენ ეს ქალები?! თუმცა, არც მაინტერესებს. ისინი არაფერს გრძნობენ, არც არაფერს ნანობენ, არც არაფერი ახსოვთ. ისინი არიან კაცებთან, რომლებმაც გოგო შვილები არ მოინდომეს. კაცებთან, რომლებსაც უყვართ ქალები, უყვართ ცოლები, მაგრამ არა ქალად გაჩენილი შვილები.
მე დღეს დედებზე მეტად მამები მაინტერესებს. ალბათ, ისინიც არაფერს გრძნობენ. ალბათ, ისინიც არ ნანობენ, ალბათ მათაც არ ახსოვთ.


31 446…. 31 446…. 31 446…. 31 446… 31 446…. 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446…


უარყოფილი, არმონდომებული, სიცოცხლეჩამორთმეული, უფლებაჩამორთმეული, გადარჩეული, შერჩეული და არარჩეული 31 446 გოგო.
რას ეტყოდნენ ისინი მამებს?! რას კითხავდნენ?!


ეს იქნებოდა ყველაზე რთული და ყველაზე მთავარი შეხვედრა. შეხვედრა მამასთან, რომელსაც „ უბრალოდ ბიჭი უნდოდა“. შეხვედრა მამასთან, რომელსაც სამი გოგო ჰყავდა და მეოთხე აუცილებლად ბიჭი უნდოდა. შეხვედრა მამასთან, რომელსაც პირველი აუცილებლად ბიჭი უნდოდა. ან შეხვედრა მამასთნ, რომელსაც უბრალოდ გოგო არ უნდოდა.

 


ჰკითხავდა შვილი: რატომ? და მას არ ექნებოდა პასუხი. არ ექნებოდა, იმიტომ, რომ არ ეცოდინებოდა: რატომ?


შეხედავდა შვილს და დაინახავდა უარყოფილ, არმონდომებულ, სიცოცხლეჩამორთმეულ, უფლებაჩამორთმეულ, გადარჩეულ, შერჩეულ და არარჩეულ შვილს. შვილს, რომელიც არ მოინდომა, არ აირჩია, არ შეარჩია. შვილს, რომლისთვისაც პასუხიც კი არ ექნება, რადგან მთავარი პასუხი ‘’რომ ის გოგოა“, არც თავად დააკმაყოფილბს. არც თავად ეცოდინება პასუხი კითხვაზე: რატომ?


31 446… 31 446…. 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446… 31 446…. 31 446… 31 446…

 


უარყოფილი, არმონდომებული, სიცოცხლეჩამორთმეული, უფლებაჩამორთმეული, გადარჩეული, შერჩეული და არარჩეული გოგო ეტყვის:
-შეხვედრამდე, მამა!

 

წყარო

წაკითხვა 6583 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 12 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.