ამ გვერდის ამობედვა

ვისი სამიზნეა პატრიარქი? - სასულიერო პირების კომენტარები ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის "42 წე­ლია სა­მიზ­ნეა", სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი პირ­ველ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ.

ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) გან­ცხა­დე­ბით, პატ­რი­არ­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა აშ­კა­რაა და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ცნო­ბი­ლია.

 

 

"მგო­ნი, კი­თხვაც არ უნდა ვის შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქი გუ­ლის­ხმობ­დეს და ვინ ებ­რძვის 40 წელი. 40 კი არა 7 ათა­სი წე­ლია ეშ­მა­კი ებ­რძვის ადა­მი­ანს. კონ­კრე­ტუ­ლად ვისი ხე­ლით ებ­რძვის ეს სხვა სა­კი­თხია. ეკ­ლე­სი­ას ებ­რძვი­ან, ეს ხომ ცხა­დია?! მანდ ორი აზრი არ არ­სე­ბობს. 60 წელ­ზე მე­ტია პატ­რი­არ­ქი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია და სხვა­დას­ხვა სა­ხით, სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლით ეს ბრძო­ლა არის მუდ­მი­ვი. რა თქმა უნდა, პატ­რი­არ­ქმა იგუ­ლის­ხმა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვლე­ბი­ან. 40 წლის წინ ვინც ებ­რძო­და კონ­კრე­ტუ­ლად ისი­ნი დღეს აღარ არი­ან. დღეს ვინ იგუ­ლის­ხმა ეს თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით, ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა, მაგ­რამ ვინ დგას მათ უკან, ეს სხვა სა­კი­თხია.

 

 

 

 

რომ გა­მო­დის სა­სუ­ლი­ე­რო პირი და პატ­რი­არ­ქს პირ­და­პირ ეთერ­ში აგი­ნებს, ბრძო­ლა არ არის? ცი­ხე­ში რომ არის ადა­მი­ა­ნი და პატ­რი­არ­ქს თან შე­წყა­ლე­ბას სთხოვს, თან აგი­ნებს, ბრძო­ლა არ არის? თქვენ თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ამათ უკან ვინ დგას, მე არ ვიცი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მათ კავ­ში­რი აქვთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც შე­უძ­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ. მე არ მაქვს ასე­თი კავ­ში­რი არა­ვის­თან და ფა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ რომ არც ხდე­ბა, ამის ანა­ლი­ზი გა­ვა­კე­თო და ვთქვა, რომ პატ­რი­არ­ქს ებ­რძვი­ან ნამ­დვი­ლად. ვინც ებ­რძვის, იმან უკვე გა­მო­ა­ცხა­და თა­ვი­სი თავი, გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

 

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს ქუ­თა­ის-გა­ე­ნა­თის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე იო­ა­ნე გამ­რე­კე­ლიც. მისი თქმით, პატ­რი­არ­ქი ყო­ველ­თვის სა­მიზ­ნე იყო.

 

 

 

 

"ქუ­თა­ის­ში, სა­ი­და­ნაც გა­ი­ხე­დავ, ბაგ­რატს და­ი­ნა­ხავ, ვინც მაღ­ლა დგას ის ყო­ველ­თვის სა­მიზ­ნე­შია, თუ ჩვენ ორი თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ ერ­თმა­ნეთს, ვინც მაღ­ლა ადის იმას ათა­სი თვა­ლი უყუ­რებს, ეს იგუ­ლის­ხმა პატ­რი­არ­ქმა, რომ ის არის სა­მიზ­ნე და გა­აჩ­ნია, ვინ, რა თვა­ლით უყუ­რებს, ზოგი კე­თი­ლი თვა­ლით, ზოგი შუ­რით, ზოგს კი­დევ სხვა ამ­ბი­ცია და პრე­ტენ­ზია აქვს. პატ­რი­არ­ქი თითო სი­ტყვა­ში ისეთ ღრმა ში­ნა­არსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვ­წუ­რავთ ამ სა­უ­ბარ­ში, მაგ­რამ დღეს ვერ ვხე­დავთ, რო­გო­რი სა­მიზ­ნეა, 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში არ იყო სა­მიზ­ნე და კო­მუ­ნის­ტე­ბის რე­ჟი­მის დროს არ იყო სა­მიზ­ნე, როცა პატ­რი­არ­ქმა, საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბის შეს­ვლა ავ­ღა­ნეთ­ში უარ­ყო­ფი­თად შე­ა­ფა­სა?! რამ­დე­ნი წელი მერე სა­ზღვარ­გა­რეთ არ გა­უშ­ვეს პატ­რი­არ­ქი, იმი­ტომ, რომ მისი სი­ტყვა არ ეთან­ხმე­ბო­და იმ დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვართ ჩვენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სოფ­ლის გან­ზო­მი­ლე­ბით აზ­როვ­ნე­ბენ, პატ­რი­არ­ქი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის გან­ზო­მი­ლე­ბით, სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მაა, ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბით სა­მიზ­ნე, არა მარ­ტო პატ­რი­არ­ქი, ეკ­ლე­სია მთლი­ა­ნად",- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე იო­ა­ნემ.

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ თი­ა­ნე­თი­სა და ფშავ-ხევ­სუ­რე­თის ეპის­კო­პოს მი­ქა­ე­ლი­სა და ამ ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და: "ხალ­ხის თა­ნად­გო­მა რომ არ იყოს, მე ვერ გა­ვუძ­ლებ­დი ამ სიმ­ძი­მე­ებს, 42 წე­ლია მე ვარ სა­მიზ­ნედ“.

წაკითხვა 615 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2020

სიახლეები