საელჩო, იტალიაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმათავას

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

 

„კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე.

 

http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებ-გვერდზე http://www.protezionecivile.gov.it/home

 

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე - 333 8879123“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

წაკითხვა 534 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.