ამ გვერდის ამობედვა

სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა სამტრედიის შესასვლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

 

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაკითხვა 424 ჯერ

სიახლეები