"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტური აღსრულება ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

 

„ამ შეზღუდვების ეფექტური აღსრულება და რაც მთავარია ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერი ამ ქვეყნის სოციალური ჯგუფის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი რომელიც აქამდე გვქონდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაკითხვა 569 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.