ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივ დაბრუნებას განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით:


 ✔️ 16 აპრილი - პარიზი-თბილისი
 
✔️ 18 აპრილი - თელავივი-თბილისი
 
✔️ 21 აპრილი - რომი-თბილისი
 

აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”.


 
ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.


 
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.


 
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :
 
7 აპრილი - ათენი-თბილისი
10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი


 
მსოფლიოში COVID-19 გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

წაკითხვა 410 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 06 2020