გლობალურმა პანდემიამ საფრანგეთში მყოფი ქართველი დედაშვილი სამუდამოდ დააშორა ერთმანეთს

44 წლის ნონა ყარაჯაშვილის ავადმყოფობის დიაგნოზი არ იყო კორონა ვირუსი, მაგრამ მისი გარდაცვალების მიზეზი, მაინც პანდემია გახდა.

ნონა 25 აპრილს საფრანგეთიდან იქაური ქართველების დახმარებით გადმოასვენეს და დღეს ჩოხატაურში  დაკრძალეს. მას მწვავე ლიმფური ლეიკემია გასული წლის მარტში დაუდგინდა. მეგობრების დახმარებით, ნონა თავის ერთადერთ შვილთან ერთად მკურნალობის მიზნით საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარდა.

 

მანამ სანამ, ნონა ჰოსპიტალში მოხვდებოდა, რთული გზა და უამრავი დაბრკოლება გაიარა დედა შვილმა. კეთილი ადამიანების დახმარებით, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო. სტრაზბურგის ერთ -ერთ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მისი მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობდა. ის იყო, რომ ქიმიო თერაპიის მორიგი კურსი უნდა ჩაეტარებინა, როდესაც კორონა ვირუსმა მოიცვა პლანეტა, მისი მკურნალი ექიმი და ექთანიც კოვიდ 19 - ით დაავადნენ, ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნონას  პალატაში 18 დღე არავის შეუხედავს, უპირატესობას კოვიდ 19 დავადებულებს ენიჭებოდა, არც დათუნას ჰქონდა უფლება ბოლო წუთებში დედა ენახა. ამ დროს ვერაგმა დაავადებამ იმძლავრა და ბრწყინვალე შვიდეულში ნონას სიცოცხლეც აქ დასრულდა.

 

დათუნა დედის გადმოსვენებამდე ორი დღით ადრე გამოამგზავრეს საფრანგეთიდან, ბუნებრივია კარანტინის გზა მასაც უნდა გაევლო, იგი წყალტუბოს საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და ამ მძიმე ჟამს მანუგეშებელიც კი არავინ ჰყავდა.  22 წლის სტუდენტ დათუნას არც ერთი ოჯახის წევრი აღარ დარჩა ცოცხალი. არც მამა არც ბებია - ბაბუა, უკვე აღარც დედა, არც სახლ - კარი, არც სამსახური და არც თავშესაფარი აქვს თავის ქვეყანაში.

 

ნონას და დათოს საქართველოში არაფერი ებადათ, ვიდრე მათ საფრანგეთი შეიფარავდა. ნონას ჯანმრთელობის მდგომარობის გამო დათუნამ სწავლა შეწყვიტა და დედას გაყვა სამკურნალოდ.   გამგზავრებამდე ისინი, ჩოხატაურის რაიონში ახლობლის სახლში ცხოვრობდნენ. დათუნას მამა, დედის დაბადების დღეზე მაშინ მოუკლეს როდესაც იგი მხოლოდ  2 წლის იყო, მარტოხელა დედა  - შვილმა ბევრი ცრემლაიანი და უიმედო დღე გამოიარა.

 

არავინ იცის როგორ წავა დათუნას, ჯერ კიდევ გამოუცდელი ბიჭის  მომავალი , რომელსაც მთელი ცხოვრება კიდევ წინ აქვს, წარმოდგენა არ აქვს, როგორ გააგრძელებს მარტოდ ამ მძიმე გზაზე სვლას.

 

ან რა იქნება კარანტინის მერე, გზის ფული საიდან იშოვოს, რომ დედის საფლავი მოინახულოს. სწავლა როგორ გააგრძელოს... დათოს არავინ ელოდება არც დედის თბილი ხელები და არც მამის ძლიერი მხარი, არც დედმამიშვილი, ვერ გამოცხვა ობლის კვერი დათუნასათვის.

 

დათუნა ერთი წელი დარაჯობდა დედის სიცოცხლეს სტრაზბურგში, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დედის მკურნალობისთვის იქ ყოფნის დღეები გახანგრძლივებულიყო, ახლა კი მას საზრუნავიც არავინ დარჩა.

 

დათუნა მისი კეთილი ბუნებიდან გამომდინარე, სხვების დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყო, ახლა კი მას მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი აქვს, მას სამსახური და საცხოვრებელი  ესაჭიროება.

 

ეს დათუნა ჭარმაკაძის ანგარიშის ნომერია GE58TB7948045061100066

ეს კი მისი ტელფონის ნომერი 574016760

მას საკმაოდ ბევრი დრო აქვს ფიქრისთვის, ის ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანია, თუ თქვენ მისი დახმარების სურვილი გექნებათ, იგი აუცილებლად მოგისმენთ.

წაკითხვა 15322 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.