რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ტურიზმის სექტორის მსოფლიოში ყველაზე ადრე გახსნა

“საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორს გახსნის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მიიღებს ტურისტებს უცხოეთიდან, რაც ექიმი ინფექციონისტრის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია, რადგან ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტურიზმის სექტორს მსოფლიოში ყველაზე ადრე საქართველო გახსნის - რამდენად უსაფრთხოა ეს გადაწყვეტილება.

 

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურად შეაფასა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ისიც, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სექტემბერში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სწორედ საქართველოში ჩატარდება. ხოლო ირაკლი ხმალაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ამ მხრივ ქვეყანას დიდი სიფრთხილე მართებს”. აღსანიშნავია, რომ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამომსვლელ უცხოელ ტურისთა მნიშვნელოვანი წილი ისეთ ქვეყნებზე მოდის, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, მაგალითად, რუსეთსა და ირანზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან. ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება”, - განაცხადა ქვრივიშვილმა, რომლის თქმით, “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით”, - დასძენს გამოცემა.

 

„ერთი მხრივ, რაც უფრო ჩაკეტილი იქნება საზღვრები, მით უკეთესია, მაგრამ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის იმდენად ძლიერი, რამდენადაც სხვა ქვეყნები. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშნელობისაა ქვეყნის ბიუჯეტის შევსება, რასაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შემოწმდება შემოსული ტურისტი და გაივლის გარკვეულ გამოკველევებს, მაგრამ მაინც საშიშია, მგზავრი არ იყოს შემოსული უსიმპტომო ფორმებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადადება. ამ მხრივ ცოტა სიფრთხილე გვმართებს და ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “მაგალითად, რუსეთსა და ირანთან საზღვრების გახსნა ხომ არ შექმნის კოროანავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების რისკს?” - პასუხობს:

 

“ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამჯერად საპირწონედ ასეთი რამ გვაქვს - რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მოკვდება ქვეყანა თუ ვირუსით? ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ. რეალურად თუ მოხდება მგზავრების შემოწმება მაქსიმალურად და იქნება გარკვეული პერიოდი მათზე დაკვირვება, თავიდან აგვაცილებს სერიოზულ პრობლემებს”.

წაკითხვა 389 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.