ამ გვერდის ამობედვა

იტალიაში მყოფი ქართველები ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ

იტალია ყველა მიგრანტს ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემს.

ამის შესახებ იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მიგრანტებმა აპლიკაციებზე განაცხადი უნდა შეიტანონ 2020 წლის 1 ივნისიდან 15 ივლისამდე. 

 

კანონის ინიციატორი იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტერეზა ბელანოვაა. 

 

ახალი წესის მიხედვით, მიგრანტებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ ექვსთვიანი ბინადრობის ან მუშაობის ნებართვა სოფლის მეურნეობის დარგში ან სახლში დამხმარის პოზიციაზე. 

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მათ უზრუნველყოფს ჯანდაცვის პაკეტებით და ზოგადად სახელმწიფო სერვისებით. 

 

იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ყოველწლიურად იტალიაში ათასობით მიგრანტ მუშახელს აფრიკიდან, ბელარუსიიდან, რუმინეთიდან, ხშირად დამქირავებლები არანორმირებულად ამუშავებენ და ცოტას უხდიან არაჰიგიენურ პირობებში.

 

მთავრობის განკარგულების მიხედვით, მიიღება გადაუდებელი ზომები მუშახელის უსაფრთხოების და საცხოვრებლი კამპუსების სისუფთავის უზრუნველსაყოფად.

წაკითხვა 316 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 14 2020