March 29, 2024

როგორ დავრეგისტრირდეთ დახმარების მისაღებად

პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ პირთა რეგისტრაცია დაიყო, რომლებიც მთავრობისგან კომპენსაციებს მიიღებენ. 

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან პირველ ივლისამდე განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge. აღნიშნულ ჯგუფში შედიან:

 

  • მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები,
  • მეწარმე ფიზიკურ პირები,
  • პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,
  • მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები,
  • ინდივიდუალური მეწარმეები.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.

 

კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე – eservices.rs.ge.

 

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაზარალებულებს კომპენსაცია 10 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.

წაკითხვა 684 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 15 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.