როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას

თურქეთი, ქვეყანაში სამკურნალოდ შესული მოქალაქეებისათვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს. 

,,თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე, თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 251 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.