როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული, თუ მას უპასუხისმგებლო დამსაქმებელი ჰყავს

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დამსაქმებელთა ნაწილს შემოსავლების სამსახურისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე კომპანიამ 78 ათასი დასაქმებულის შესახებ გადასცა მონაცემები, რაც მაჭავარიანის შეფასებით, აქტივობის დაბალი მაჩვენებელია.

 

„ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდევრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინქორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე აძლევდა და მისი საბაკო ანგარიშიც არ იცის. უნდა დაურეკოს, მოიკითხოს, გამოგვიგზავნოს მისი ინფორმაცია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ხედავდნენ განაცემში, რომ ადამიანმა პირველ კვარტალში ერთხელ მაინც მიიღო ხელფასი, დღეს ხედავენ, რომ აღარაა ეს ადამიანი განაცემში და კომპანია არ წარადგენს მის მონაცემებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც, ნებისმიერ პერიოში, 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ხელფასი, უნდა წარმოგვიდგინოს ასეთი დასაქმებულის შესახებ ინფორმცია“, - განაცხადა ფინასთა მინისტრმა.

 

ივანე მაჭავარიანმა დამსაქმებლებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა.

 

აქტიურობისკენ მოუწოდა კომპანიებს შემოსავლების სამსახურმაც.

წაკითხვა 442 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.