ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.

 

„საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.

 

„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, - განმარტა მან.

 

რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით.

 

„კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - განაცხადა ტიკარაძემ..

წაკითხვა 460 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 22 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.