ამ გვერდის ამობედვა

კახეთი ,,მწვანე ზონის" სტატუსს არ კარგავს - ეპიდსიტუაცია რეგიონში

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

დღეის მდგომარეობით COVID-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განაცხადეს. 

 

მათივე ინფორმაციით, 22 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან 28 კვლევის ნიმუში გააგზავნეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. 

 

,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე, მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ, სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები.

 

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3662 ნიმუში, აქედან 1180 მედპერსონალია, 1365 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში.

 

ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 8 ლოკაციაზე იმყოფება 219 მოქალაქე. 

წაკითხვა 351 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2020

სიახლეები