ამ გვერდის ამობედვა

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

 

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. 

 

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

 

ტრადიციულად, ეს დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი წელი გამონაკლისი იქნება. 

წაკითხვა 485 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 25 2020