"ევროპაში კი არა სახლში არ ვართ შესაშვები" - მეუფე იაკობი

ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიაზე შეტევები ხორციელდება. მისი თქმით, ვინც ეკლესიაზე შეტევებს თავს არ დაანაბებს, ყველას ჭკუას ასწავლის. 

 

„ორმაგი სტანდარტებია და ძალიან ცუდია. გეტყვით რაში მდგომარეობს ეს ორმაგი სტანდარტი. მე გინდ ცილს მწამებენ, გინდ მაგინებენ, არაფერია, პასუხსაც არ ვცემ. პასუხი რატომ უნდა გავცე? თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს. ნუთუ სირცხვილის გრძნობა იმ ტელევიზიის მუშაკებს არ კლავთ, სიკვდილი პირდაპირ არ იფიქროთ, ქართული გამონათქვამია, როდესაც გადაცემა გააკეთეს, რომ ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამა-პაპის მიწაზე არის აშენებული, არა გრცხვენიათ? ტელევიზიის მმართველები ხომ ხართ? მაპატიეთ, ასეთ იდიოტობას როგორ უშვებთ? აქ არის ბერ-მონაზვნების საფლავები და იქ არის ტაძარი აშენებული. 24 წლის სურათი თუ არ გაქვთ, მე გადავცემ, 1924 წლის სურათებს, სადაც მონასტრის გარდა არაფერი იყო იმ ადგილას. ვისი მამა-პაპის ადგილია? კომუნისტების პერიოდში როგორ მოასწრეს, რომ აქ მამა-პაპის მიწები გახდა?! არ გვინდა ასეთი რაღაცეები. მამათა მონასტერი რომ იყოს იჩხუბეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ ქალები არიან. არა გრცხვენიათ? განა ასეთი მონასტერი მსოფლიოში ბევრი გაქვთ? საქართველოს სახე არ არის აქაური მონასტერი? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს დავაჩაგვრინებ? ჭკვიანად იყვნენ! ნუ ეხებიან! მაინცდამაინც ყურს ხომ არ ავუწევთ და ისე ხომ არ ვატარებთ, თორემ ეგეც რთული არ იქნება. არავის ვემუქრები, მაგრამ ჭკვიანად უნდა იყვნენ. ეკლესიაზე შეტევას თავი გაანებეთ. უკან დაგიბრუნდებათ ყველას.

 

მეუფე ანტონს ხომ ყველა იცნობთ? რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიყავს იმ კაცს ქვეყანა. მან აღნიშნა, როგორ საძაგლადაც ვიქცევით. სირცხვილია ჩვენ რომ შევიდეთ, ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით. ვინ თქვა რომ გადაუხვია? მეუფე ანტონი კი არა, სამი და ოთხი ეპისკოპოსი რომ იყოს, ჩვენ, ეკლესიას რამეს შეგვაცვლევინებენ?! 

 

აღდგომას გული გაუსკდა ხალხს, რომ კლასტერი არ გაჩნდა ეკლესიის, ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს, ძალიან უნდოდათ პოლიტიკოსებსაც, ჭკუას გასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ეგ ვიცი და ჭკვიანად უნდა იყვნენ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

წაკითხვა 321 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.