April 26, 2024

მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანია განახორციელებს

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეკონომიკის სამინისტროს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს და ჩარტერული რეისები არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიის მიერ უნდა შესრულდეს.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს კატასტროფული ფასები. ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ,“ - აღნიშნა გახარიამ.

წაკითხვა 257 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.