March 29, 2024

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა..."- რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­ქა­ლაქ­ში, სა­დაც 24 წლის ქალ­მა ახალ­შო­ბი­ლი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო, შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის ახალ დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

 

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორ დღე­ში ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რის გა­მოც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, ექიმ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა.

 

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­შო­ბი­ლის გარ­და, ქალს 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს. ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი კას­პში, კლი­ნი­კა „მე­დალ­ფას" გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

 

"არ აღი­ა­რებ­და, რომ იმ­შო­ბი­ა­რა. შე­მო­ვი­და ტკი­ვი­ლე­ბით, როცა ექიმ­მა გა­სინ­ჯა, დად­გინ­და რომ ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი იყო, რად­გან მომ­ყო­ლი იყო საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში. არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ქალ­ბა­ტო­ნი, არა­ფერს ამ­ბობს, ზედ­მე­ტად არ შევ­დი­ვართ კონ­ტაქ­ტში. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და გა­ე­წე­რე­ბა ბი­ნა­ზე," - ამ­ბობს ექი­მი ნინო ბოლ­ქვა­ძე.

 

ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ოჯახ­ში არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

 

"არა­ვინ იცო­და რომ ორ­სუ­ლად იყო, არც სო­ფელ­ში იცოდ­ნენ, არც ქმარ­მა იცო­და, არც დე­დამ­თილ­მა. მა­ღა­ზი­ა­ში წინა დღეს შე­მო­ვი­და და მუ­ცე­ლი არ ეტყო­ბო­და. ამ­ბო­ბენ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დოო... მარ­ტო იყო და სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვი, ბიჭი უკვე მკვდა­რი და­ი­ბა­დაო" - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

 

"წინა წელ­საც ასე იყო, არ ეტყო­ბო­და მუ­ცე­ლი და უცებ აღ­მოჩ­ნდა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. ტკი­ვი­ლე­ბის გამო, სოფ­ლის ექიმ­მა გაგ­ზავ­ნა კას­პში და იქ აღ­მოჩ­ნდა, რომ ორ­სუ­ლად იყო," - ამ­ბობს კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი "მთა­ვარ არხთან".

 

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 112-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დე­დის მიერ ჩვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

 

ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა და­ად­გი­ნოს, რო­გორ მოხ­ვდა ჩვი­ლი სა­პი­ფა­რე­შო­ში და ის ჩაგ­დე­ბი­სას ცო­ცხა­ლი იყო თუ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი.

 

წაკითხვა 415 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.